კომპეტენციის არქონა, უგულობა, სისტემის ჩამოშლა, ეს ხომ კრიმინალურ, კორუფციულ ფუნდამენტზე მდგარი ხელისუფლების გამოვლინებაა, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს გამოფიტვას ინსტიტუციების და ეს პრობლემა გამოჩნდა გელათის სახით, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გელათთან დაკავშირებით თითქმის მთლიანად არის პროცესი დახურული და გარედანაც ჩნდება უამრავი შეკითხვა.
"ვხედავთ, რომ 9-10 საუკუნის წინ ცოდნა იყო უფრო დიდი. რაც შეეხება 21-ე საუკუნეში გელათში წყლის ჩასვლას, ეს გასამხელადაც საცოდაობაა. ჩვენ გვახსოვს, რომ პრაქტიკულად, კედელი იყო აშენებული სახელმწიფოს მიერ გელათთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე უარყოფდნენ იქ არსებულ ვითარებას.
ეს იმასაც გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რასაც ჰქვია გელათის "გადარჩენის“ ნაწილში პოლიტიკური კომპონენტი. გელათი არა თუ საქართველოს, არამედ იმერეთის კვოტაშიც ვერ მოხვდა. ალბათ, მათ არ იციან, რომ იმერეთიდან, საიდანაც გააკეთეს წვევამდელების ფიცის მიღება, უბისიდან, უმნიშვნელოვანესი მხატვრული ძეგლიდან, იქაც პრობლემებია და ჩვენ მოგვიწევს ამაზე საუბარი, არც კი შეიხედეს იქ, რა ხდება.
გელათმა, რეალურად, ინდიკატორის როლი შეასრულა, ჩვენ ვხედავთ, საქართველოს მასშტაბით ამ სისტემაში რაც ხდება და რაც ჩამოვთვალეთ კომპლექსური პრობლემები - კომპეტენციის არქონა, უგულობა, სისტემის ჩამოშლა, ეს ხომ კრიმინალურ, კორუფციულ ფუნდამენტზე მდგარი ხელისუფლების გამოვლინებაა, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს გამოფიტვას ინსტიტუციების და ეს პრობლემა გამოჩნდა გელათის სახით. ამას 2020 წლამდე რეაბილიტაციას არქმევდნენ და პროპაგანდისტულად ყურს ხვდება, რომ ახლაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თუკი 2020 წელს რეაბილიტაცია დასრულდა, ეზოდან გამოვიდა ხარაჩოები, მაშინ უნდა შევაფასოთ, რა იყო ის, მაგრამ ის ჯგუფი, ვინც იქ მუშაობს, სამწუხაროდ, ამას არ აფასებს და მაშინ რასთან გვაქვს საქმე, გრძელდება რეაბილიტაცია და იქ არაფერი გაფუჭებულა? ეს კითხვები ერთობლიობაში იწვევს ბუნდოვანებას, რაც ახლა გელათში მიმდინარეობს.
მთავარი საკითხი, რასაც წლებია, ვითხოვთ, არის ის, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესი, თუკი სწორად მართავ პროცესს, ამაზე მარტივი ხომ არაფერია და შენივე ინტერესი უნდა იყოს საკითხის საჯაროობა და გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, თითქმის მთლიანად არის პროცესი დახურული და გარედანაც ჩნდება უამრავი შეკითხვა“, - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.