ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტრიბუნები სრულად გადაიხურება. გადაწყვეტილება 2029 წელს საქართველოში დაგეგმილ ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.
საქართველო 2029 წლის ფიფას 20-წლამდელთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, ქუთაისი კი ტურნირის ერთ-ერთი მიმღები ქალაქია. მზადების ფარგლებში მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება სტადიონის ინფრასტრუქტურის განახლების შესახებ.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტრიბუნების სრული გადახურვა უზრუნველყოფს არენის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და მაყურებელთა კომფორტს.
სამუშაოების დაწყების განრიგი და საპროექტო დოკუმენტაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.