ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე არსებული "მწვანე ბაღი" რეაბილიტაციის მიუხედავად მოუწესრიგებელია. ღია საკაბელო ქსელი რეკრეაციულ სივრცეში შეკრებილი ადამიანების საფრთხეს უქმნის.

წაქცეულია ურნებია, ნარჩენები კი მიმდებარედ არის მიმოფანტული.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, რეკრეაციულ ადგილებში ყველგან არის კამერები. ღორები გადაიყვანეთ ფერმაში.

არასრულწლოვნები აშავებენ?! ღამის 2 საათზე რომ 10 წლის შვილი სახლში არ არის, აგებინეთ პასუხი უპასუხისმგებლო მშობელს. მოდღლეზილ დენის წყაროზე ბავშვი რომ მივა, ვინ უნდა აგოს პასუხი?!"- წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი შალვა კამლაძე.