ქუთაისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალბატონს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული ქალბატონი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.