ყაჩაღობა ქუთაისში - "ინფო იმერეთს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ ნიღბიანმა უცნობმა პირებმა ქუთაისში ქალი დააყაჩაღეს.

ნაცემია ქალი, რომელსაც ამ დრომდე დაუდგენელი პირებს თანხას და ძვირად ღირებულ ნივთებს სთხოვდნენ.

"ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. პაციენტი ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე არსებულ კლინიკაშია შეყვანილი", - უთხრა წყარომ "ინფო იმერეთს".

თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება მოახერხეს.

"ინფო იმერეთი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა უწყების პრესსამსახურში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა.