სამტრედიელმა სპორტსმენმა გოგა გოგიბერაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

იორდანიის დედაქალაქ ამანში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (70 კგ წონით კატეგორიაში), ქართველმა ფალავანმა ბრწყინვალედ იასპარეზა და საპატიო ოქროს მედალს დაეუფლა.

"ეს გამარჯვება კიდევ ერთი დიდი აღიარებაა როგორც თავად სპორტსმენისთვის, ისე ქართული ჭიდაობისა და სამტრედიისთვის. ვულოცავთ გოგა გოგიბერაშვილს ამ გაბრწყინებულ ტრიუმფს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ", - ამბობენ სპორტსმენის მეგობრები.