ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა.

როგორც "ინფო იმერეთს" შახტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვაგონი რელსებიდან გადავარდა და მუშას დაეჯახა.

დაშავებულს დაზიანებული აქვს ყბა და გადაყვანილია ქუთაისში.

როგორც "ინფო იმერეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.