საქართველოში დიზელის ფასმა ლიტრზე 5 ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყანაში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინი 35%-ით, დიზელი კი 65%-ით გაძვირდა. კერძოდ, ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 1.15 ლარით გაიზარდა, დიზელის - 1.95 ლარით.
შედარებისთვის, 2012 წლიდან დღემდე ბენზინი საშუალოდ 94%-ით, დიზელი კი 123%-ით გაძვირდა. ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ლარის გაუფასურება, აქციზის მატება, ტრანსპორტირების გაძვირება და საწვავის იმპორტის შეფერხება.