ქუთაისში, ჭავჭავაძის #1-ში, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სასტუმრო "დიდებულში" ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა და სულ დაკავებულია 21 პირი.

"დაკავებული პირები, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

ადგილზე "ინფო იმერეთის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და სასტუმრო "დიდებული" ამ დროისთვის დალუქულია.