ქუთაისის ისტორიულ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაც წელიწადნახევრიანი  დაგვიანებით დასრულდა და დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხელახლა რეაბილიტაციას საჭიროებს.

მიზეზი გაუმართავი სადრენაჟო სისტემაა.  წვიმის დროს წყალი ვერ გადის, რის გამოც გაზონები და ხეების ძირები დატბორილია. 

ხანგრძლივად დამდგარი წყლის გამო ფესვები ლპება, ჟანგბადის გარეშე რჩება და ხეები მასობრივად ხმება. ბულვარში რამდენიმე ათეული ხე უკვე გახმა - ნაწილი მოჭრეს, დანარჩენის მოჭრა კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.

სპეციალისტების თქმით, თუ სადრენაჟო ქსელი სასწრაფოდ არ მოწესრიგდა და წყლის გადინება არ უზრუნველყვეს, ხეების ხმობის პროცესი  გაგრძელდება. 

დატბორვა ბულვარის დარჩენილ საღ ხეებსაც გაახმობს, ხოლო წყლით გაჯერებული ნიადაგი საფრთხეს შექმნის, რომ ძლიერი ქარის დროს მძიმე ხეები საერთოდ წაიქცეს.