ქუთაისთან, გეგუთის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.