ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა.
მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.
"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულს 11 პრიმა 151-ე მუხლით ედავებიან, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.