2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხა 1 096 900 ლარით გაიზარდა და 27 531 700 ლარი გახდა.

ირაკლი კობახიძე მიერ ხელმოწერილი №373 განკარგულებით, დოკუმენტი 18 თებერვლით არის დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში კონკრეტულად არ არის მითითებული, რომელი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაიხარჯება თანხა.

რამდენს მიიღებს იმერეთი?

ახალი განკარგულების მიხედვით, თანხა 14 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. მათ შორის რამდენიმე იმერეთიდანაა:

ბაღდათი – 1.5 მლნ ლარი

სამტრედია – 125 ათასი ლარი

ქუთაისი – 1.3 მლნ ლარი

საჩხერე – 560 ათასი ლარი

ჭიათურა – 452 ათასი ლარი

ზესტაფონი – 415 ათასი ლარი

ჯამში, იმერეთის მუნიციპალიტეტებზე დაახლოებით 4.35 მილიონ ლარზე მეტი გადანაწილდება.

დოკუმენტის მიხედვით, თუ გამოყოფილი თანხებიდან ეკონომია დარჩება, ის სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა მიიმართოს.