გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველიდან 31 ივლისის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 20 იმერეთში.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ივლისის განმავლობაში სულ დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ამოღებულია 480 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.