ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ტრიუმფი გრძელდება - ქუთაისელმა მსროლელმა იოანე ხვარეშიამ ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
ინდივიდუალურ პირველობაში გამარჯვების შემდეგ, მან სოლო ტურნირის ფინალში უკრაინელი მაქსიმ კამინსკი 10:5 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატზე რიგით მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.