ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლები მოწამლეს.

როგორც "ინფო იმერეთს" ადგილობრივებმა განუცხადეს, სხვადასხვა ადგილზე მკვდარი ძაღლები დაინახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ, მათ ცხოველების ლეში ექსპერტიზაზე წაიღეს და დამატებითი დეტალები სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობა გულისხმობს.