ქუთაისის აეროპორტში ხმაური იყო. მგზავრები ათენის დაგვიანებულ რეისს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, აეროპორტში 12 საათზე მეტია, იმყოფებიან.
"ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ. ყველა მგზავრი უკმაყოფილოა, ხმაური იყო ცოტა ხნის წინ. ახლა გვითხრეს დაიწყება რეგისტრაციაო. ვნახოთ თუ გავფრინდებით", - ამბობს მგზავრი "ინფო იმერეთთან" საუბრისას.