"ინფო იმერეთზე" გაშუქების შემდეგ ქუთაისში, კოლხეთის ქუჩაზე კამერა დააყენეს.

ადგილობრივები ტერიტორიაზე ნაგვის უკონტროლო დაყრის გამო დახმარებას ითხოვდნენ.

"რეაგირება უკვე მოხდა გამოქვეყნებულ პოსტზე, მოვიდნენ და დააყენეს კამერა. უღრმესი მადლობა თქვენ", - განუცხადა "ინფო იმერეთს" ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, „ინფო იმერეთმა“ გააშუქა მოსახლეობის პრობლემა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში უკანონოდ იყრებოდა სამშენებლო ნარჩენები. მასალის გამოქვეყნების შემდეგ ადგილზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა.