კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგმა გიორგი ხურციძემ წარმატებით მოიპოვა FRCR (Fellow of the Royal College of Radiologists) კვალიფიკაცია, რომელიც ენიჭებათ სპეციალისტებს ბრიტანეთის რადიოლოგთა სამეფო კოლეჯის (The Royal College of Radiologists) საკვალიფიკაციო გამოცდების სრული ციკლის წარმატებით დასრულების შემდეგ.

FRCR რადიოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პროფესიული კვალიფიკაციაა, რომელიც ადასტურებს სპეციალისტის ცოდნის, კლინიკური კომპეტენციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისობას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ.

ექიმ გიორგი ხურციძის მიერ აღნიშნული კვალიფიკაციის მოპოვება წარმოადგენს მისი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის მისწრაფებას, პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ონკოლოგიური სერვისები შესთავაზოს და თანამედროვე მედიცინის მიღწევები პრაქტიკაში დანერგოს.

ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ: 0431 20 80 80
ქუთაისი, ჯავახიშვილის 85