ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები მათი კორპუსების მიმდებარედ სტადიონისა და რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, პერიმეტრზე 6 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენეს, სადაც 3 000-მდე ოჯახია შესახლებული, თუმცა სტადიონი არ არის.

"ბავშვების საცოდაობით გული დაგეწვება. ბავშვებს სტადიონი არ აქვთ, რომ ითამაშონ. ნუთუ არ შეიძლება, რომ 6 კორპუსს ერთი სტადიონი მაინც გაუკეთონ?! მერიაში გვეუბნებიან: დღეს, ხვალ, დღეს, ხვალო და გავიდა წლები“, - ამბობენ ადგილობრივები „ინფო იმერეთთან“ საუბრისას.