სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივწყალაში ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, სოფელში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, გზის საფარი უმძიმეს მდგომარეობაშია.
ადგილობრივების თქმით, სოფელში გადაადგილება უჭირს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფსაც.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, გზის დაგებაზე დაპირება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიიღეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
"არავინ აქცევს ამ სოფელს ყურადღებას. დაბალ გომში დააგეს ასფალტი და გვითხრეს, მომავალ წელს თქვენთანაც იქნებაო. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. სამტრედიის მერიასთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებთ“, - აცხადებენ ადგილობრივები.
სოფელ ცივწყალას მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიასა და შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებას და პრობლემის დროულად მოგვარებას სთხოვს.