ქუთაისელმა ანანო ბაბუნაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე თითოეულ საგანში მაქსიმალური ქულები მიიღო.

როგორც ის "ინფო იმერეთთან" ამბობს, მაღალ შეფასებას ელოდა, თუმცა მაქსიმალურს არა.

"თითოეულ საგანში ავიღე მაქსიმალური ქულა, მათემატიკაში 51-დან 51, ინგლისურში - 70-დან 70 და ქართულში - 60-დან 60. უმეტეს საგანში ველოდი მაღალ შეფასებას, მაქსიმალურს არა.

ვაპირებ ვისწავლო მენეჯმენტზე, ყოველთვის მაინტერესებდა რასაც ეს სფერო გაძლევს და გასწავლის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროფესია ჩემთვის იყო.

მე-11 საჯარო სკოლა დავამთავრე ოქროს მედლით, ყოველთვის მოტივირებული ვიყავი, რომ ყველა საგანი მესწავლა. ქართულსა და ინგლისურში მოვემზადე ბოლო ერთი წელი, მათემატიკაში კი ორი წელი.

ჩემ წარმატებაში ვფიქრობ, გარკვეული ნაწილი გამართლებასაც მიუძღვის, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი მიუძღვის იმ შრომას და ცოდნას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღე.

იმედი მაქვს, ვიმუშავებ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ბედნიერი, ყველა სფერო იქნება აყვავებული და არ იქნება საჭირო, ადამიანები სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წავიდნენ", - ამბობს ანანო ბაბუნაშვილი "ინფო იმერეთთან".