იტალიის ქალაქ ვარეზეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 31 ქვეყნის 400 სპორტსმენი ასპარეზობს, საქართველოს ნაკრების წევრებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს.
ქუთაისელმა სპორტსმენებმა მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში წარმატებით იასპარეზეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.