ქუთაისში, თერჯოლის ქუჩაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის უკან ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სანიტარიულ მდგომარეობაზე საუბრობს. 

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ნაძვნარში მოწყობილია სკვერი, სადაც ყოველდღიურად ბავშვები თამაშობენ, თუმცა ტერიტორია  ნარჩენების თავშეყრის ადგილად არის ქცეული.

მოსახლეობა პერიმეტრზე ურნების განთავსებას და შემდეგ მათ დროულ გაცლას ითხოვს.