საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 5-10 თეთრით გაიზარდა.
ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებით და შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.