ქუთაისში, მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაზე საუბრობს. ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე ორმოებია.
ავტომობილების მძღოლები "ინფო იმერეთთან" საუბრისას ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა საავარიო მდგომარეობები იქნება.

"ამ ორმოს რომ დაინახავ, უცებ ფიქრობ, არ ჩავარდე მანქანითო, გადაკრავ საჭეს და შეიძლება მერე მანქანას დაეჯახო. კატასტროფა ხდება ქუთაისში. ორმოების ქალაქად იქცა", - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.