2026 წელი Ana's English Academy-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატების წელი გახდა. აკადემიის მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდებზე, ხოლო არაერთმა მათგანმა სწავლა მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გააგრძელა.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე Ana's English Academy-ის 10-მა აბიტურიენტმა ინგლისურ ენაში მაქსიმალური – 70-დან 70 ქულა მოიპოვა, ხოლო აკადემიის სხვა მოსწავლეებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს.

წელს აკადემიის კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში:

ნინი ღონიაშვილი – ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია)
ნინი ახალაძე – ამერიკის შეერთებული შტატები
ნია – საფრანგეთი
თიკა – საფრანგეთი
გიორგი ჯიხვაშვილი – ვენა, ავსტრია

მოსწავლეებმა ასევე წარმატებით ჩააბარეს Cambridge English, IELTS და SAT საერთაშორისო გამოცდები, რაც მათ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.

Ana's English Academy არის Oxford College of International Studies (United Kingdom)-ის ოფიციალურად აკრედიტებული სასწავლო ცენტრი (Official Accredited Centre). აკადემია აერთიანებს ეროვნულ სასწავლო პროგრამას საერთაშორისო სტანდარტებთან და მოსწავლეებს სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.

აკადემიაში მოქმედებს ეროვნული გამოცდების, Cambridge English, IELTS და SAT-ის მოსამზადებელი პროგრამები. სასწავლო პროცესი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას, უცხოელ ინგლისურენოვან მასწავლებლებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო პროექტებსა და Erasmus+ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას.

ანა ქობულაძე, Ana's English Academy-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, აღნიშნავს:

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული მოსწავლის წარმატებაა. მაღალი ქულები, საერთაშორისო გამოცდებზე მიღწეული შედეგები და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები იმის დასტურია, რომ ხარისხიანი განათლება, თანამედროვე მიდგომები და მიზანმიმართული შრომა რეალურ შედეგს იძლევა. ჩვენი მისიაა, ინგლისური ენა ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებისა და ახალი შესაძლებლობების გასაღებად ვაქციოთ".

Ana's English Academy უკვე იწყებს ახალი სასწავლო წლის მიღებას და აგრძელებს მუშაობას იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტმა ქართველმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.