ვარდიგორის წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, მამა ექვთიმე სარალიძე მზადაა, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახს ტაძარში დასვენების ნება დართოს.

მისი თქმით, მთავარი მიზანი ჭირისუფლის გვერდით დგომა და ნუგეშისცემაა.

"ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ" - წერს მამა ექვთიმე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 26 წლის ლანა ლატარია სეფსისით გარდაიცვალა. მას 2 შვილი დარჩა. გარდაცვლილის მამამ, რომელიც უკრაინაში იბრძვის, გუშინ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ ტაძარში ქალიშვილის დასვენების უფლება არ მისცეს, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.