იმერეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

დანაშაულის ჩამდენ პირზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ის იმერეთის რეგიონში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.