შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა, მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება, - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ განაცხადა.
"ბევრჯერ მითქვამს თქვენთანაც და სხვაგანაც, ოცდათექვსმეტი წელი მომიწია პატრიარქთან ერთად ეკლესიის წიაღში ყოფნა და პრაქტიკულად მის გვერდით. მითქვამს და ყველამ იცის, ალბათ, რომ არასდროს მე პირადად ეჭვქვეშ არ დამიყენებია პატრიარქის არცერთი სიტყვა, არცერთი მოსაზრება, არცერთი ლოცვა კურთხევა.
არასდროს არ განმიკითხავს, ერთადერთი ადამიანი, ვინც არასდროს არ განმიკითხავს ესაა პატრიარქი და დღესაც, ვრჩები მისი ერთგული და მისი სიტყვის შემსრულებელი უპირობოდ. ესეც კი ითქვა, რომ პატრიარქს, კონკრეტულად რაღაც არ უთქვამს, ეს არ დაუბარებია, ის არ უნდოდა და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მომავალ პატრიარქთან არის დაკავშირებული. ალბათ, ძნელი არ იქნება მისახვედრად, მე პირადად რას ვფიქრობ და რას ვიტყვი და რას გავაკეთებ. ჩემთვის პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის რაც ეხება მეუფე შიოს.
ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო და ასე ვფიქრობ, რომ ის შედარებას აკეთებდა თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან.
ჯერ ერთი, კი არავის არ ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს… აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა, მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება", - განაცხადა მეუფე საბამ.