ფეისბუკგვერდის "მაღაროელის" ინფორმაციით, ჭიათურაში, მიხაილ სოცკიმ სამსახურის საძებნელად მისულ რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ყოფილ სამხედროს გასაუბრებაზე ფორმის გახდა მოსთხოვა. 

"ყველამ წაიკითხეთ  ხალხო!!!! ეს რა ხდება ჭიათურაში. 

მოგესალმებით მეგობრებო, ქართველებო! გვინდა გიამბოთ შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი ფაქტის შესახებ, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.

მოგეხსენებათ, ჭიათურის საწარმოებს რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი მართავს.

სწორედ ამ ადამიანთან მივიდა გასაუბრებაზე სამსახურის საძებნელად ჩვენი ქვეყნის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ის კაბინეტში ქართული სამხედრო ფორმით (ხებე) შევიდა.

და წარმოიდგინეთ რა მოხდა: სოცკიმ ეს ფორმა ვერ აიტანა, არ ესიამოვნა და პირდაპირ მოსთხოვა, რომ ეს ფორმა გაეხადა! ადამიანმა, რომელმაც სამშობლოსთვის იბრძოლა, თავი ღირსებაშელახულად იგრძნო  და კაბინეტი დატოვა.

ის 2008 წლის ომის მონაწილეა 

მეგობრებო, ადამიანებს, რომლებსაც ქართული სამხედრო ფორმა აღიზიანებთ, აბარიათ დღეს ჩვენი მაღაროელები და ჭიათურის საწარმოები!

განა მართლა გჯერათ, რომ ამ კაცს საქართველო და ქართველები ეყვარება?! ვინ არის ის საერთოდ, რომ ჩვენს სამხედრო სიმბოლოებს უპირისპირდება?!

სანატორიუმის შენობაში, ყველა ის ადამიანი (კაცი) შევარცხვინე, ვინც ამ ფაქტს შეესწრო და ხმა არ ამოიღო, რეაქცია არ ჰქონია! თქვენ ბიჯო, ხომ არ გაჟრიალებთ?! რა ფულად გიღირთ მუშაობა იმ კაცთან, ვისაც თქვენი ქვეყნის სამხედრო ფორმა თვალში არ მოსდის და ზიზღს იწვევს?!

ახლა გამოჩნდით ღირსების დასაცავად შექმნილი მოძრაობები აგერ ფაქტი 

საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ირაკლი კობახიძე / ასეთი კაცი დაგვასვით თავს?" - წერს "მაღაროელი".