ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთში ორი პირი დააკავეს.

ჭიათურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.