ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინიციატივით ქუთაისელ ახალგაზრდებს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში ნატოს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეტყოთ მეტი ნატოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ახლოდან გაეცნოთ ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

თეორიული ნაწილის შემდეგ ახალგაზრდები ინტერაქციულ დისკუსიასა და პრაქტიკულ ჯგუფურ აქტივობაში ჩაერთნენ.