ქუთაისის ბულვარში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტი გატეხეს.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა შეამტვრიეს, როგორც ქალების ასევე კაცების სივრცეც.
კადრები ვიდეო კამერაზე აღბეჭდილი არაა, რადგან აღნიშნულ ფაქტამდე კამერები დენის წყაროდან გამორთეს.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ფაქტი მოხდა.