ქართველი მსაჯები 30 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ამხანაგურ შეხვედრას მოემსახურებიან, რომელშიც ერთმანეთს შოტლანდიისა და კურასაოს ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.
მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის მოვალეობას ბაქარ ბრეგაძე შეასრულებს. ვიდეორეფერი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ხოლო მის ასისტენტად ჯენერი ხორავა იმუშავებს.
შოტლანდიისა და კურასაოს ეროვნული ნაკრებების მატჩი გლაზგოში, "ჰემპდენ პარკზე" გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.