რაც უფრო სუსტია ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ხოლმე ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია.

"კარგია შიდა დაპირისპირება, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, რაც უფრო სუსტია ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ხოლმე ქართული სახელმწიფო. შესაბამისად, სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.