ოპოზიცია ცდილობს, მიხეილ სააკაშვილთან დისტანცია ჰქონდეს, თუმცა 26 მაისს ვნახეთ, რომ საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტი სააკაშვილის სურათები იყო გამოფენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სწორედ სააკაშვილის ფაქტორი იქნება, რომელიც „ოპოზიციურ ალიანსს“ დაშლის“.
"არ ვიცი, ოპოზიცია დისტანციას რას ეძახის, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ალიანსის ცხრა წევრიდან ნაწილი სააკაშვილთან დისტანციას ამჯობინებს, ნაწილი მის დაკრულზე ცეკვავს. სწორედ სააკაშვილის ფაქტორი იქნება, რომელიც „ოპოზიციურ ალიანსს“ დაშლის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.