ქუთაისის სკვერებში ბავშვთა გასართობი სივრცეები მოუწესრიგებელია, მოზარდებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები კი დაზიანებული. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხარებავას ქუჩის N22-ში.

აღნიშნული მისამართიდან მოსახლეობა ფოტოებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო იმერეთს“ უგზავნის და პრობლემის გაშუქებას სთხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურის გამო ბავშვები ვერ ერთობიან, პრობლემა კი უკვე თვეებია, უყურადღებოდაა დატოვებული.

"ქუთაისში, ხარებავას 22 ნომერში, ბინის წინ არსებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონები 1 წელია დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. იქნებ გააშუქოთ“, - წერენ ადგილობრივები.

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ საკითხის  გაშუქების შემდეგ, შესაბამისი სამსახურები რეაგირებას მოახდენენ და აღნიშნულ მისამართზე სათამაშო სივრცეს დროულად მოაწესრიგებენ.