13 ივნისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, იმერული ღვინის კლუბი "ცოლიკოური" წარმოგიდგენთ ღვინის ფესტივალს - "წითელი და თეთრი".
ზაფხულის განწყობა, მუსიკა და წითელი თუ თეთრი ღვინოები, გასტრონომია - ერთ სივრცეში, ქუთაისის გულში.
გადმოივლით თეთრ ხიდს, უკან მოიტოვებთ წითელს და ქუთაისის ისტორიულ ბოტანიკურ ბაღში, ნამდვილ იმერულ დღესასწაულში აღმოჩნდებით.
ფესტივალის მუსიკალურ მხარეზე იზრუნებს ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "ოჩოს ქოხი", რომელიც ფესტივალს 16:00 სთ-დან შემოუერთდება, ხოლო შემდეგ ფესტივალის დასრულებამდე DJ Kirkita (გიორგი კირკიტაძე) შემოგვთავაზებს Vinyl Selection-ს.
თქვენი მხარდაჭერით, "წითელი და თეთრი“ ქუთაისის ახალ კულტურულ ტრადიციად იქცევა.