ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.
საქართველოს მონაცემთა პორტალის ინფორმაციით, თუ 2017–2018 სასწავლო წლებში ქუთაისის ბაღებში 9 960 აღსაზრდელი იყო, 2025–2026 წლებში მათი რაოდენობა 6 244-ს შეადგენს, რაც 37 პროცენტით ნაკლებია.
სფეროს სპეციალისტები აღსაზრდელთა რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას იმით ხსნიან, რომ ქალაქში უმუშევართა რიცხვი იზრდება, ახალგაზრდები კი ოჯახების შექმნის ნაცვლად ქალაქიდან და ქვეყნიდან წასვლას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ქუთაისში 2 665 ბავშვი დაიბადა, 2025 წელს კი 1466.