მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა ზაგრების გრანპრიზე გამოსვლა მედლით დაასრულა.
ქუთაისელმა სპორტსმენმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელ იერასილ კაჟიბაევი იპონით სძლია.
100+ წონის ფინალში ერთმანეთს გერმანელი ლესენი კონე და აზერბაიჯანელი კანან ნასიბოვი დაუპირისპირდნენ. ოქროს მედალი ნასიბოვმა მოიპოვა.
მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა 90 კგ. წონაში მოასპარეზე ლუკა ჯავახიშვილს, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კანადელ კიგან იანგთან დამარცხდა.