ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა 1 საათის და 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე დაკავებული თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე საბოლოო სიტყვებს იტყვიან. მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ საბოლოო სიტყვა წინა სხდომაზე თქვეს.

განაჩენი სავარაუდოდ, დღესვე გამოცხადდება.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.