ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როკითში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები.

ცხედარი ქუთაისში, ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.