ქუთაისში, მერიის წინ 29 მარტს, 15:00 საათზე, აქცია სლოგანით "ძალა ერთობაშია" გაიმართება.
აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდებიან, რათა გამოხატონ მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.
ორგანიზატორების თქმით, ეს პროტესტი არის პასუხი ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარია გრძელდება.
აქცია თავდაპირველად 22 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა პატრიარქის გარდაცვალების გამო გადაიდო.