ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებული დაზიანებული გზა ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ გზაზე არსებული ორმო უკვე დაახლოებით 5 თვეა, არ შეკეთებულა და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც ავტომობილები ზიანდება და ირგვლივ ასფალტიც დაზიანებულია.

მისივე თქმით, ორმო წყალმომარაგების სამუშაოების შემდეგ დარჩა. მოქალაქე აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეატყობინა შესაბამის უწყებებს და განცხადებაც დაარეგისტრირა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

"ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არის ორმო, რომელსაც მალე 5 თვე შეუსრულდება. რაც დრო გადის, იზრდება და უფრო მეტ მანქანას აზიანებს“, – წერს ადგილობრივი.

მოქალაქე ქალაქის მერიასა და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, პრობლემას დროულად მიაქციონ ყურადღება და გზის დაზიანებული მონაკვეთი შეაკეთონ.