ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ხარაჩო ერთი საათის წინ ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.