ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ "იმერეთის" ეზოში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები რჩებიან, პერიმეტრზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

ადგილზე დაზარალებული ადამიანები იკრიბებიან.

სავაჭრო ცენტრ "იმერეთის" ეზოში ხანძარი გაჩნდა.