ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "კესანეს ყვავილები“ გატეხეს.
უცნობმა პირებმა მაღაზიაში კარი შემტვრევის შედეგად შეაღწიეს.
წაღებულია წინასწარ გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, ასევე დაზიანებულია მაღაზიის ინვენტარი.
"წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვიმტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე ყვავილების მაღაზიაშიც კი შემოვიდოდა მოსაპარა", - ამბობენ "კესანეს ყვავილებში".