ტელეწამყვან ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.
ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც.
ვახო სანაიას შსს 2 პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება: „გენიალური ამბავი მაქვს, შსს მიჩივის ფეისბუკზე დაწერილი ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე; მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ; მესამე - ვიდეო მეყლენბურგობაზე. "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ეგონა გუნავას ფრაგმენტი "შენ შე**ა, შვილო, ეშმაკმა", - დაწერა სანაიამ 1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში.
რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტი Facebook პოსტის გამო მცხეთის იზოლატორშიი ორი კვირით მოსამართლე ზვიად ცეკვავამაც გაუშვა.
მაშინ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის საბაბი შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტი იყო.