ხონელი სპორტსმენი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია.

ძალოსანმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) წარმატებით იასპარეზა.

ძალოსანმა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 112 კგ. დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. მურღვლიანმა ატაცში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

მურღვლიანმა აკვრაში თავი 136 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო, ორჭიდში მოგროვილი 248 კილოგრამითაც იგივე საფეხურზეა.